eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 ბრაზილიის უნივერსიტეტების თანამშრომლობის ჯგუფის საერთაშორისო მობილობის პროგრამა

 ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფის (GCUB) საერთაშორისო მობილობის პროგრამა – GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას პროგრამის მეხუთე გამოცემის ფარგლებში (კონკურსი №001/2026).

 

პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს:

880-ზე მეტ სრულ სტიპენდიას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე (539 სამაგისტრო და 350 სადოქტორო);

სწავლების შესაძლებლობას ბრაზილიის 62 უნივერსიტეტში;

სტიპენდიებს, რომლებიც მოცულობით შეესაბამება ბრაზილიელი სტუდენტებისთვის გათვალისწინებულ დაფინანსებას და გაიცემა პროგრამის სრული სტანდარტული ხანგრძლივობის განმავლობაში;

განაცხადის უფასოდ წარდგენის შესაძლებლობას.

 განაცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 25 მაისიდან 6 ივლისის ჩათვლით.

 განაცხადის წარდგენა: https://mob.gcub.org.br/

 დამატებითი ინფორმაციისთვის: gcub.mob@gcub.org.br

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არაბრაზილიელ მოქალაქეებს იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ.

პროგრამის მეხუთე გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს:

მონაწილეთა გეოგრაფიული მრავალფეროვნების უზრუნველყოფას;

დაბალი ადამიანური განვითარების ინდექსის (HDI) მქონე ქვეყნების წარმომადგენელ კანდიდატებს;

აკადემიურ და პედაგოგიურ პერსონალს;

ქალ კანდიდატებს;

სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ხორციელდება ბრაზილიის ტრადიციული ურბანული ცენტრების ფარგლებს გარეთ.

თარიღი: 18/06/2026